ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებმა 500 მილიონზე მეტი გამოიმუშავეს ნავთობის გაყიდვით – განაცხადა ადამ ზუბინმა, აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის და ფინანსური დაზვერვის უწყებას ხელმძღვანელობს.
სხვა დაჯგუფებებისგან განსხვავებით, რომლებსაც ასევე ტერორისტების სტატუსი აქვთ, ისლამური სახელმწიფო საერთაშორისო სპონსორებზე არ არის დამოკიდებული და თვითონ “გამოიმუშავებს” ფულს – განაცხადა ზუბინმა.
მათი “ძირითადი კლიენტი” ბასარ ასადის მთავრობაა, ასევე თურქი მყიდველები, რომლებმაც დაახლეობით 40 მილიონის ნავთობს ყიდულობენ ყოველთვიურად.
“ორივე მხარე ერთმანეთის განადგურებას ცდილობს, და ამავე დროს ერთმანეთთან მილიონობით დოლარს ვაჭრობენ” – განაცხადა ჩინოვნიკმა.