თურქმა პარლამენტარმა ქურთების ლიდერი რუსებთან კავშირის გამო სომხებს შეადარა…

23 დეკემბერს, მოსკოვში საგრეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ჩასული თურქეთის პროქურთული ,,ხალხების დემოკრატიული პარტიის,, (HDP) ლიდერი სელაჰატინ დემირთაში, თურქეთის პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რუსეთთან კავშირში მყოფ სომეხ მეთაურებს შეადარა და პროკურატურას მისი დაკავებისკენ მოუწოდა…

,,დემირთაშის მოქმედება იმ სომეხი მეთაურების მოქმედების ახალი ვერსიას ჰგავს, რომლებსაც თურქეთთან საომრად რუსები მოჰყავდათ… ის ვინც უგულვებელყოფს თურქეთის დამოუკიდებლობას, ვინც პატივს არ სცემს ქვეყნის ერთიანობას და მტერთან გარიგებაზე მიდის, ის კანონით უნდა დაისაჯოს… ეს პარტია აშკარად PKK-ს (თურქეთში აკრძალული ქურთული ტერორისტული ორგანიზაცია რედ.) გაგრძელებაა. მე არ ვიცი რას აკათებენ ქვეყნის სამართალდამცავები და პროკურატურა,, განაცხადა თურქეთის პარლამენტის წევრმა ოპოციური ,,ნაციონალური მოძრაობის,, (MHP) პარტიიდან – ოკტაი ვურალმა, რომელმაც სამართალდამცავებს ქურთული ოპოზიციის ლიდერის დაკავებისკენ მოუწოდა.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიანჯელინა ჯოლი და ბრეტ პიტი ეყრებიან
შემდეგი სტატიაპალესტინელი სკოლის მოსწავლე, რომელმაც მერკელთან შოუში იტირა, გერმანიაში დატოვეს