პალესტინელი სკოლის მოსწავლე, რომელმაც მერკელთან შოუში იტირა, გერმანიაში დატოვეს

პალესტინელი სკოლის მოსწავლე, რომელმაც მერკელთან შოუში იტირა, გერმანიაში დატოვეს

პალესტინელი სკოლის მოსწავლე, რომელმაც მერკელთან შოუში იტირა, გერმანიაში დატოვესპალესტინელი სკოლის მოსწავლე რიმ სახვილი, რომელმაც გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრაზე იტირა, გერმანიაში 2017 წლის 17 ოქტომბრამდე დატოვეს – ამის შესახებ Bild წერს. მასთან ერთად, ადგილობრივმა მთავრობამ გერმანიაში დარჩენის უფლება მისცა გოგონას დედას და ძმას.
“მოხარული ვარ, რომ რიმის სტატუსთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა. გაურკვევლობის პერიოდი გადალახულია და მას შეუძლია აქ დარჩენა” – კომენტარი გერმანიის შს მინისტრმა გააკეთა.

16 ივნისს ერთ-ერთ სკოლაში ვიზტისას ანგელა მერკელმა რიმს უთხრა, რომ იმიგრანტებისთვის გერმანიაში არ არის იოლი ცხოვრება. “ზოგჯერ პოლიტიკა მძიმე საქმეა. ცხადია, შენ, როგორც შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ შენ იცი, ლიბანში პალესტინელების ბანაკებში ათასობით ადამიანი ცხოვრობს. თუკი ჩვენ მათ ვეტყუვით, მოდით აქ, ასევე თუკი ყველა მსურველს მოვიწვევთ აფრიკიდან, ჩვენ უბრალოდ ამას ვერ გადავიტანთ. ერთადერი, რისი დაპირებაც ჩვენ შეგვიძლია, არის – მათი განცხადებები განხილული იქნება მალე, მაგრამ ზოგ მათგანს უკან მოუწევს დაბრუნება” – განაცხადა მაშინ მერკელმა. მისი ამ სიტყვების შემდეგ პალესტინელი იმიგრანტის შვილმა ტირილი დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, მამამისს გერმანიაში მხოლოდ დროებით შეუძლია ყოფნა და მას აკრძალული აქვს მუშაობა.
მერკელის გამოსვლა მსჯელობის დიდი საგანი გახდა მედიასა და სოციალურ ქსელებში.

banner
წინა სტატიაშითურქმა პარლამენტარმა ქურთების ლიდერი რუსებთან კავშირის გამო სომხებს შეადარა…
შემდეგი სტატიაბელორუსელი ტაქსისტი სამი დღე გარდაცვლილ თანამესუფრესთან ერთად არაყს სვამდა