(video) თურქეთში საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 მოზარდი გოგონა გარდაიცვალა

n_106726_1თურქეთში გოგონათა საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება, გარდაცვლილთა შორის 11 მოზარდი გოგონაა. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ადანას პროვინციაში მოხდა.

Hurriyetdaily-ის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, დაშავდა 22 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა, ომერ ჩელიკმა, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, ელექტროსადენების დაზიანება გახდა.

„შენობაში 12 ცხედარი იპოვეს მაშველებმა, 22 დაჭრილი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს“ – განაცხადა ადანას პროვინციის გუბერნატორმა მაჰმუტ დემირატისმა. მისი განმარტებით, საერთო საცხოვრებელში 34 სტუდენტი ცხოვრობდა.

როგორც ოპოზიციონერმა პარლამენტარმა ელიფ დოღან თურქმენმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, გოგონები ღარიბი ოჯახებიდან იყვნენ, რომლებიც ისეთ ქალაქებში ცხოვრობენ, სადაც სკოლები არ არის.

https://youtu.be/W3Gc0qDpIvc

 

banner
წინა სტატიაშირუსთავი2-ის საქმეზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა
შემდეგი სტატია(video) აშშ-ს ტენესის შტატში ძლიერ ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა – ქალაქი გატლინბურგი ევაკუირებულია