თურქეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

თურქეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
ამასთან, საგარეო უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებასაც ავრცელებს, რომელშიც მომხდარის გამო მწუხარებას გამოხატავს.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2016 წლის 17 თებერვალს, ანკარის ცენტრში, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ახლოს, ინონუს ბულვართან, სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ კომპლექსთან მომხდარი აფეთქების გამო, რომლის შედეგადაც, ამ დროის მონაცემებით, დაიღუპა ოცზე მეტი და დაშავდა სამოცზე მეტი ადამიანი. თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ მომხდარი უკვე შეაფასა როგორც ტერორისტული აქტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და ამ მძიმე განსაცდელის ჟამს სოლიდარობას უცხადებს თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ხალხს”, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაში“ტერორიზმი არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე”
შემდეგი სტატია“ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, რომ კრედიტორთა კრება არ ჩაიშალოს,”- ბაია გადაბაძე