“ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, რომ კრედიტორთა კრება არ ჩაიშალოს,”- ბაია გადაბაძე

მაესტროს მოქმედი გენერალური დირექტორი საჯარო რეესტრში იმყოფებოდა. ბაია გადაბაძე დაჩქარებული წესით ითხოვს ორი დღის წინ შეტანილი განცხადების განხილვას. გადაბაძე რეესტრის მიერ მეორე ინსტაციის სასამართლოში შეტანილი სარჩელის გათვალისწინებას ითხოვს.

არხის მოქმედი გენერალური დირექტორი კიდევ ერთხელ საუბრობს იმ საფრთხეების შესახებ, რამაც შესაძლოა, კრედიტორთა საბჭოს სხდომის გადადება გამოიწვიოს და ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ასეთ შემთხვევაში ტელეკომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტოს.

“ხვალ 2 საათზე კრედიტორთა კრებაა, საფრთხე არსებობს, რომ დღეს დაჩქარებული წესით ეს ყველაფერი ჩაიშალოს და ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად დაარეგისტრირონ, მთელი ჩვენი ძალისხმევა მომართულია, რომ არ ჩაიშალოს კრედიტორთა კრება, იმიტომ, ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,“- განაცხადა ბაია გადაბაძემ.

banner
წინა სტატიაშითურქეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
შემდეგი სტატიამსოფლიო ლიდერები თურქეთში მომხდარ ტერაქტს გმობენ