თურქეთში მომხდარ აფეთქებას 13 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თურქეთის ქალაქ კეისერში მომხდარ აფეთქებას 13 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, 48 ჯარისკაცი დაიჭრა, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აფეთქება ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე მოხდა. ერჯიესის უნივერსიტეტთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტობუსი ააფეთქა, რომელსაც სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა.

თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესმა საბჭომ ქალაქ კეისერში ტერაქტის გაშუქება მედიით აკრძალა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის ქალაქ კეისერში აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატიაპრემიერი: მინდა, საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბედნიერი ბავშვობა ჰქვია