თურქეთის ქალაქ კეისერში აფეთქება მოხდა

თურქეთში ქალაქ კეისერში, ავტობუსის მახლობლად, რომელსაც ჯარისკაცები გადაჰყავდა, აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უნივერსიტეტის კამპუსში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტობუსთან მდებარე მანქანაში იყო მოთავსებული.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებულებისა და დაღუპულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

დაჭრილები ქალაქის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია
შემდეგი სტატიათურქეთში მომხდარ აფეთქებას 13 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა