პრემიერი: მინდა, საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბედნიერი ბავშვობა ჰქვია

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს ბედნიერ ბავშვობას უსურვებს.

ამის შესახებ მან მახათას მთაზე განაცხადა, სადაც ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო.

„მახათას მთაზე შენდება ეს უმშვენიერესი ტაძარი და პირველად დაირეკა ზარი. ძალიან დიდი დღესასწაულია. წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი და უპირველს ყოვლისა, მინდა საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბავშვობა ჰქვია. ვუსურვო, რომ სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა. არ შემიძლია არ ვახსენო სიტუაცია სირიაში, ალეპოში. ჩვენ ვცდილობთ, გაერო-ს ოფისის მეშვეობით, რამენაირად, ჰუმანიტარული დახმარება მივაწვდინოთ იქ ძალიან დიდი განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს აუცილებლად გავაკეთოთ. გილოცავთ ყველას. მრავალს დაესწარით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

მახათას მთაზე, ივერთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისი შესრულდა. პარაკლისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღასრულა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში მომხდარ აფეთქებას 13 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიადღეს არის ბედობის დღე, ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ ყველას – ილია მეორე