თურქეთში კიდევ 6 ათასი სახელმწიფო მოსამსახურე დაითხოვეს

თურქეთში, წმენდების ახალ ტალღას, რომელიც 2016 წლის ზაფხულში სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამოძიებას უკავშირდება, 6 ათასზე მეტი სახელმწიფო მოსამსახურე დაითხოვეს. ბრძანება შეეხო 2,687 პოლიციის ოფიცერს, 1 699 იუსტიციის სამინისტროს ჩინოვნიკს და 838 ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელს, ასევე, 649 მეცნიერს და 135 თანამდებობის პირს – წერს “დოიჩე ველე” .

შეგახსენებთ, რომ სულ, პუტჩის გამო, დაკავებული იყო 37 ათასი პირი, დაპატიმრებული იყო ათობით ათასი ადამიანი, რომელიც საბოლოოდ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიუციათ.

banner
წინა სტატიაშიგერმანია ეუთოს ჰაკერული თავდასხმაში რუსებს ადანაშაულებს
შემდეგი სტატიარადას დეპუტატის საუბარი სახელმწიფო გადატრალების შესახებ ქსელში გასაჯაროვდა