გერმანია ეუთოს ჰაკერული თავდასხმაში რუსებს ადანაშაულებს

გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყება ავრცელებს, რომ მათ გააჩნიათ იმის დამამტიკებელი საბუთი, რომ ეუთოზე კიბერშეტევის უკან რუსები დგანან – წერს Frankfurter Allgemeine Zeitung-ი.
როგორც უწყების ხელმძღვანელი ჰანს გეორგ მაასსენი აცხადებს, ანალიზმა, რომელიც ორგანიზაციამ ჩაატარა, აჩვენა, რომ ეუთოზე განხორციელებული კიბერშეტევა ჰაკერების ჯგუფის APT 28 ხელწერას გავს, რომელიც რუსეთთან არის კავშირში.

“APT 28 ისეთ მტკიცებულებებს შეიცავს, რომელიც რუსეთზე უთითებს” – თქვა მაასენმა.
ასევე, მისი განცხადებით, ეუთოსზე განხორციელებული კიბერშეტევა ბუნდესტაგის საიტზე თავდასხმას გავს.

banner
წინა სტატიაშისირია-თურქეთის საზღვარზე აფეთქებას 19 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიათურქეთში კიდევ 6 ათასი სახელმწიფო მოსამსახურე დაითხოვეს