თურქეთში “ისლამური სახელმწიფოს” ჯალათი დააკავეს

თურქეთის სპეცსამსახურებმა ელიაზიგის პროვინციაში ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მეთაური დააკავეს, გარდა ამისა, დაკავებულია იმავე დაჯგუფების ჯალათი – თურქული მედია ავრცელებს.
ოპერატიულმა სამსახურმა 6 მისამართი შეამოწმა, სადაც, მათი ინფორმაციით, ისლამისტების აქტიური მომხრეები ცხოვრობდნენ. რეიდის დროს მათ სულ 7 ადამიანი დააკავეს, მათ შორის “ისლამური სახელმწიფოს” რეგიონალური დაჯგუფების მეთაური, ჯალათი, რომელიც ცნობილია ინიციალებით “ფ.შ” და სხვები. სპეცსამსახურებმა ასევე ამოიღეს ექსტრემისტული დოკუმენტების დიდი ოდენობა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი ე.წ. კაბელების საქმის სამართლებრივი შეფასებისგან თავს იკავებს
შემდეგი სტატიაკადიროვისგან კატა გაიქცა