გია ვოლსკი ე.წ. კაბელების საქმის სამართლებრივი შეფასებისგან თავს იკავებს

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ე.წ. კაბელების საქმის სამართლებრივი შეფასებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ადამიანების დაკავებას ემოციურად განიცდის.

ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას განუცხადა.

“ემოციურად განვიცდი, ადამიანების დაკავებას, მაგრამ სამართლებრივად ნამდვილად ვერ შევაფასებ. საკმაოდ დიდი ინფორმაციაა გამოსული, კონკრეტულად რაში ედებათ ბრალი და არსებობს სამართლებრივი გზები, რითიც შეიძლება გაასაჩივრონ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს დღეს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულის ახლობლების მხრიდან ხმაური და შეურაცხმყოფელი რეპლიკები მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ მათ დარბაზი დაატოვებინა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია – ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ დიდ ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავება.

ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ისინი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.

banner
წინა სტატიაშინავთობმა Brent-ი უკანასკნელი 6 თვის მანძილზე ყველაზე დიდი მაჩვენებელი აჩვენა
შემდეგი სტატიათურქეთში “ისლამური სახელმწიფოს” ჯალათი დააკავეს