თურქეთში “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მეთაური დააკავეს

თურქეთის სპესცამსახურების თანამშრომლებმა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელწმიფოს” ერთ-ერთი ხელმძღვანელი დააკავეს – Anadolu ავრცელებს. სირიელი საფვან გახვატი, რომელიც ექსტრემისტების სასარგებლოდ ევროპელების გადაბირებას ახდენდა, თურქეთის პროვინცია ადანაში დააკავეს. პოლიციელებმა გააჩერეს ავტობუსი, რომელშიც გახვატი ცოლთან ერთად სტამბოლში მიემგზავრებოდა, საიდანაც, სავარაუდოდ, ევროპაში აპირებდა გადაფრენას.

ტერორისტი ჯერ პოლიციამ დაკითხა, შემდეგ კი სასამართლომ მისი დაპატიმრების შესახებ გამოიტანა განაჩენი. ტერორისტის ცოლი თურქეთიდან გაადეპორტეს.

banner
წინა სტატიაშიბერილინის ტერაქტში დაშავებულებს 600 ათას ევროზე მეტი გადაუხადეს
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს თურქეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს