სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს თურქეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს თურქეთში მოგზაურობებისგან თავი შეიკავონ – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის გვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, ამერიკელებს აფრთხილებენ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადანას პროვინციაში შესაძლო ტერაქტების შესახებ.

შეტყობინება აშშ-ს სახელწმიფო მდივნის რეკს ტილერსონის თურქეთში ვიზიტამდე გამოქვეყნდა, რომელიც დღეს არის დაგეგმილი. ტილერსონი 29 მარტს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ერდორანს ხვდება.

banner
წინა სტატიაშითურქეთში “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მეთაური დააკავეს
შემდეგი სტატიაუკრაინაში პოლონეთის საკონსულო დაიხურა