თურქეთში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

saaთურქეთში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

განცხადება ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა “კურიერის” პირდაპირ ეთერში გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, ვითარება საგანგაშოა, თუმცა ის ამბობს, რომ აჯანყებულები მოქმედებენ მოძველებული მეთოდებით და რაც ყველაზე მთავარია, მათ ვერ შეძლეს პრეზიდენტის იზოლირება.

„სამხედრო გადატრიალების ავტორებმა ვერ შეძლეს სწრაფად მოქმედება. ისინი მოქმედებენ ძალიან მოძველებული მეთოდებით. მათ აიღეს საჰაერო სივრცე და აიღეს სახელმწიფო არხი. სახელმწიფო არხის აღება ეს იგივეს ნიშნავს, ვიღაცამ რომ აიღოს საქართველოს სახელმწიფო არხი. თურქეთის სახელმწიფო არხი ეს არის პოპულარობით მეშვიდე თუ მერვე არხი. ყველა სხვა დამოუკიდბელი არხი ახლა მაუწყებლობს პირდაპირ ეთერში. მეორე, რაც მათ ვერ შეძლეს, მათ არ აქვთ პლიტიკური მხარდაჭერა. ყველა ძირითადმა პარტიამ, გარდა ქურთების პარტიისა, ყველამ მხარი დაუჭირა კონსტიტუციურ წყობას. კონსტიტუციურ წყობას დაუჭირა მხარი ყოფილმა პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, დავით ოღლუმ. მესამე, რაც მათ ვერ შეძლეს და რაც არის ძალიან მთავარი, პრეზიდენტი ერდოღანი იმყოფება თავის რეზიდენციაში, სტამბოლში და იქიდან ლაპარაკობს. მათ ვერ შეძლეს პრეზიდენტის იზოლირება“, – განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში(video) თურქეთის პარლამენტის შენობაზე ბომბი ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიათურქული არმიის წარმომადგენლები: გადატრიალების უკან მცირეოდენი ჯგუფი დგას