(video) თურქეთის პარლამენტის შენობაზე ბომბი ჩამოაგდეს

(video) სამხედროებმა ხალხს ცეცხლი გაუხსნეს

თურქულმა გამანადგურებელმა F-16, რომელიც თურქეთის მთავრობას ემორჩილება, ვეტმფრენი Sikorsky ჩამოაგდო ანკარას თავზე – ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება, ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით. მანამდე თურქეთის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც ქუჩაში სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ გამოვიდა. მიმდინარე მომენტში სტამბოლის და ანკარას ქუჩებში გამოყვანილია მძიმე ტექნიკა.

ამ წუთებში ვრცელდება, რომ ამბოხებულებმა თურქეთის პარლამენტის შენობაზე ბომბი ჩამოაგდეს – Reuters-ი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, თურქეთში მიმდინარე მოვლენებს ათობით პოლიციელი ემსხვერპლა. ამბოხებულებმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა.
მსოფლიო ლიდერები თურქეთის მთავრობას სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ.

https://youtu.be/xnUP35pIKu8

 

banner
წინა სტატიაშიობამამ განაცხადა, რომ არჩეულ მთავრობას მხარი უნდა დაუჭირონ
შემდეგი სტატიათურქეთში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება