თურქეთში დაპატიმრებული ფრანგი ჟურნალისტი სამშობლოში დაბრუნდა

ფრანგი ჟურნალისტი ლუ ბიურო (Loup Bureu), რომელმაც თურქეთის ციხეში 51 დღე გაატარა, 17 სექტემბერს სამშობლოში დაბრუნდა. პარიზის შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში მას საფრანგეთის კულტურის მინისტრი, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები და ახლობლები დახვდენენ.
ჟურნალისტის განცხადებით, სამშობლოში დაბრუნება მისთვის დიდი შვებაა. მან დაადასტურა, რომ თურქეთის ციხეში მის მამართ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკურ ძალადობას, თუმცა იყო დაშინების და მუქარის მცდელობები.
ლუ ბიურო (Loup Bureu) დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მის ტელეფონში იპოვეს ფოტოები გადაღებული ქურთების “სახალხო თავდაცვის რაზმის” წევრებთან. ეს პარტია თურქეთში ოფიციალურად აკრძალულია. ჟურნალისტის განთავისუფლებაზე გავლენა იქონია საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ ლუ ბიუროს განთავისუფლების მოთხოვნით.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, ახალი რევოლუციის ორგანიზების არანაირი სურვილი არ გამაჩნია
შემდეგი სტატიაგალუსტ ტრაპიზონიანი: სომხეთს რომ შეეძლოს, ის მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობაზე იზრუნებდა