თურქეთში ავტოავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

თურქეთში, ტრაბზონში ავტოავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 40 წლის მოქალაქე, რომელიც ტრაილერს მართავდა.

ტრაბზონში საქართველოს გენერალური კონსულის, გელა ჯაფარიძის თქმით, გარდაცვლილი საქართველოში დღეს, 6 დეკემბერს გადმოასვენეს.

“მძღოლი, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზი უცნობია. სავალი ნაწილიდან გადავიდა, ავტომობილს არ შეჯახებია და რამდენიმე მეტრში გაჩერდა საკმაოდ დაზიანებული მანქანა. გენერალური საკონსულოს დახმარებით ცხედარი გადასვენებულ იქნა დღეს საქართველოში” . – თქვა გელა ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს: ზესტაფონში, ერთ-ერთ ოჯახში უცნობი პირები შეიჭრნენ
შემდეგი სტატიასაჩხერის სასწრაფო დახმარების 24 ექიმს COVID 19 დაუდასტურდა