შსს: ზესტაფონში, ერთ-ერთ ოჯახში უცნობი პირები შეიჭრნენ
სხვა სტატიები
- მას შემდეგ, რაც შევაფასეთ მოპოვებული მტკიცებულებები, დავდექით ამ აუცილებლობაზე და ახლა ვკითხავთ ბატონ წერეთელს – პროკურორი
- საბაჟოზე უკანონოდ შემოტანილი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- პროკურატურამ მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან მასალები გამოითხოვა
ზესტაფონში, სოფელ ზოვრეთში ერთ-ერთ ოჯახში უცნობი პირები შეიჭრნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახს ოთხი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.
მათივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამიტომ, ყაჩაღობის მცდელობა წარმუტებელი გამოდგა.
“გავუწიეთ წინააღმდეგობა და გაიქცნენ და წავიდნენ… იმის თქმაც ვერ მოასწრეს რას ითხოვნდნენ..ორ წუთში გაიქცნენ.. გაისროლეს, მე მეზობელთან გავიქეცი, ბავშვი გამოეკიდათ და ისროლეს შესაშინებლად და გაიქცნენ წავიდნენ”.- ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.