თურქეთს სურს საქართველო ნატოში იხილოს

NATO SAQARTVELOთურქეთის დიდი ნაციონალური ასამბლეის (პარლამენტი) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს მხარი დაუჭირონ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას ვარშავის მომავალ სამიტზე – წერს თურქული პრესა.
კომიტეტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტრატეგიული ურთიერთობა თურქეთსა და საქართველოს შორის მაღალ დონეზეა და მას სამაგალითო ხასიათი აქვს. დოკუმენტში, ასევე, დაფიქსირებულია ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკის მნიშვნელობა ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებისთვის.
„სახელმწიფოთა ნატოში გაწევრიანებისკენ ნებაყოფილობითი სწრაფვა, ალიანსის “ღია კარის“ პოლიტიკის შესაბამისად, არ წარმოადგენს საფრთხეს და რისკებს მესამე მხარისთვის“ – ხაზგასმულია საპარლამენტო კომიტეტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(video) სირიაში დევნილების ბანაკი დაიბომბა
შემდეგი სტატიაThe Rolling Stones-მა დონალდ ტრამპს საკუთარი სიმღერების გამოყენება აუკრძალა