(video) სირიაში დევნილების ბანაკი დაიბომბა

გაერო: დევნილების ბანაკის დაბომბვა სამხედრო დანაშაულია

სირიაში, თურქეთის საზღვართან 10 კილომეტრის დაშორებით, იდლიბის პროვინციაში, ბანაკი კამოუნა საჰაერო ავიაციამ დაბომბა. ზოგიერთი თვითმხილველი ამბობს, რომ საჰაერო თავდასხმა სირიის ან რუსეთის საჰაერო ძალებმა განახორციელეს, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება – “ბიბისი” წერს.
თავდასხმის შედეგად მინიმუმ 28 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ქალები და ბავშვები. დაშავებულია 50-ზე მეტი.

https://youtu.be/lwFvyIkrdLU

banner
წინა სტატიაშიდღეს პალმირაში რუსულმა ორკესტრმა კონცერტი ჩაატარა (ვიდეო)
შემდეგი სტატიათურქეთს სურს საქართველო ნატოში იხილოს