თურქეთმა ირანთან საერთო საზღვარი დროებით დახურა

თურქეთმა ირანთან საერთო საზღვარი დროებით დახურაახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთმა ირანთან საერთო საზღვარი დროებით დახურა. ირანისთვის შეზღუდვები მოქმედებს ერაყთან მდებარე საერთო საზღვართანაც. ერაყის ხელისუფლებამ ირანიდან მიმავალ პირებს ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა გაუხანგრძლივა. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ერაყის მოქალაქეები.

პრევენციულ ზომებს მიმართავს ირანიც, სადაც ვირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის 14 პროვინციაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

ირანში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი რვას, ინფიცირებულთა კი – 43-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიელჩი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, ირანთან ფრენების შეზღუდვის შემდეგ, გადაადგილება სახმელეთო საზღვარზეც შეიზღუდოს