თურქეთმა გიულენის დაკავებაზე ორდერი გასცა

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობიდან და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან თითქმის ორი წლის შემდეგ თურქეთმა ფეხტულახ გიულენის და მისი შვიდი თანამზრახველის დაკავებაზე ორდერი გასცა – 2 აპრილს სააგენტო Anadolu-მ გაავრცელა. მათ ბრალი ედებათ განზრახ მკვლელობასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.

გიულენი აშშ-ში, პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. ადრე თურქეთის მთავერობამ მას უკვე დასდო ბრალი 2016 წლის პუტჩში. რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი 2016 წლის დეკემბერში ანკარაში მოკლეს.
ანკარა დღემდე უშედეგოდ ელოდება ვაშინგტონიდან გიულენის ექსტრადაციას.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი გაფიცვა დაიწყება
შემდეგი სტატიაერაყში “ისლამური სახელმწიფოს” ჯიხადისტებს სიკვდილით დასჯიან