საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი გაფიცვა დაიწყება

საფრანგეთში 2 აპრილს ეროვნულ რკინიგზა SNCF-ში დაგეგმილი რეფორმების წინააღმდეგ გაფიცვა დაიწყო – რკინიგზა აღნიშნულ სფეროში სახელმწიფო მონოპოლისტია. აქცია ადგილობრივი დროით 19.00 საათზე დაიწყო, ის ივნისის ბოლომდე გაგრძელდება ხუთი სამუშაო დღიდან ორი სამუშაო დღის მანძილზე. ემანუელ მაკრონის მთავრობის მიერ შეთავაზებული გარდაქმნები რკინიგზის სექტორში კონკურენციის გაძლიერებას გამოიწვევს, ასევე, SNCF-ის თანამშრომლებს განსაკუთრებული უპირატესობები უუქმდებათ, მათი სტატუსი კი ჩვეულებრივ დაქირავებული თანამშრომლის სტატუსს გაუთანაბრდება. პროფკავშირი, თავის მხრივ, ვარაუდობს, რომ რეფორმა – კომპანიის პრივატიზაციისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. 3 აპრილიდან ჩქარი მატარებლების მხოლოდ 12 % გავა მარშრუტებზე – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა პუტინთან ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა
შემდეგი სტატიათურქეთმა გიულენის დაკავებაზე ორდერი გასცა