თურქეთმა ევროკავშირს ლტოლვილების საკითხში ულტიმატუმი წაუყენა

turqetiანკარა ევროკავშირთან ვალდებულების შესრულებას შეწყვეტს, თუკი ბრიუსელი თურქეთის მოქალაქეებისადმი სავიზო რეჟიმის შეწყვეტის თარიღს არ დაასახელებს – დღეს, 9 აგვისტოს განაცხადა თურქეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა ომერ ჩელიკმა – წერს Reuters-ი. მისი თქმით, ანკარას მიერ ანტიტერორისტულ კანონში შესწორებების შეტანა თვითონ ევროკავშირის უსაფრთხოებას დააყენებს საფრთხის ქვეშ.

1 აგვისტოს გერმანიის ვიცე-კანცლერმა ზიგმან გაბრიელამ თურქეთს ევროპის შანტაჟის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რომ საუბარია მიმდინარე წლის მარტში თურქეთსა და ევროკავშირს შორის დადებულ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, სირიელ ლტოლვილებზე თურქეთი იღებს ვალდებულებას.
შეთანხმებას ბევრმა ცნობილმა ორგანიზაციამ, და მათ შორის, “ექიმები საზღვრებს მიღმა” სამარცხვინო უწოდა.

იმისათვის, რომ თურქეთმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მიიღოს, ევროკავშირი მას 72 საკითხში ცვლილების შეტანას სთხოვს, მათ შორის, ანტიტერორისტულ კანონში ცვლილებას.

banner
წინა სტატიაშიVolkswagen-ი იტალიას 5 მილიონ ევროს ჯარიმას გადაუხდის
შემდეგი სტატიარეფერენდუმის შესახებ კანონში ოკუპირებელი ტერიტორიების განსაზღვრა უნდა მოხდეს