Volkswagen-ი იტალიას 5 მილიონ ევროს ჯარიმას გადაუხდის

Volkswagen-ი იტალიას 5 მილიონ ევროს ჯარიმას გადაუხდის

11Volkswagen-ის სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც გარემოს დაბინძურების მაჩვენებლის შეგნებულად გაყალბებას ეხება, საავტომობილო კონცერნმა იტალიას ჯარიმა 5 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. საჯარომო თანხა კვალიფიცირებულია, როგორც “ბიზნესის დაუშვებელი წარმოება”. იტალიის მთავრობამ კონცერნს ბრალი დასდო იმაში, რომ 2009 წლიდან ქვეყანაში იყიდებოდა ავტომანქანები, სადაც მოტორის ეკოლოგიური სტანდარტები მანიპულირებული იყო.

2015 წელს აშშ-ს მიერ ინიცირებული გამოძიებით დადგინდა, რომ ავტოკონცერნი გარემოს დაბინძურების მაჩვენებელ სტანდარტებს აყალბებდა დაახლოებით 11 მილიონ ავტომობილში. სინამდვილეში, დიზელის ავტომობილები ჰაერს 40-ჯერ მეტად აჭუჭყიანებდა, ვიდრე ეს დასაშვებია.
2016 წლის ივნისში Volkswagen-მა თანხმობა განაცხადა აშშ-ს ჯარიმის სახით 14,7 მილიარდი დოლარი გადაუხადოს.

banner
წინა სტატიაშიქორწინების საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება-გიორგი მარგველაშვილის სპეციალური განცხადება
შემდეგი სტატიათურქეთმა ევროკავშირს ლტოლვილების საკითხში ულტიმატუმი წაუყენა