თურქეთის პარლამენტთან, ანკარაში მძიმე ტექნიკამ ცეცხლი გახსნა – Reuters-ი წერს თვითმხილველებზე დაყრდნობით. სროლა ისმის, ასევე სტამბოლის აეროპორტში.
რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ვეტმფრენებმა ცეცხლი დაზვერვის ეროვნულ სამსახურის შენობას, გენშტაბს და ქვეყნის მთავარი ტელეარხის შენობებს გაუხსნა. თურქეთის დედაქალაქში აფეთქებები ისმის. აეროპორტებში კი სროლა.
შეგახსენებთ, რომ თურქმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისინი მართავენ ქვეყანას. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ხელისუფლება სრულიად ჩამორთმეულია”.
“ბიბისი” სტამბოლსა და ანკარაში მიმდინარე სროლების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე წერს.
ანკარას თავზე სამხედრო ვეტმფრენები და თვითმფრინავები დაფრინავენ.
თურქეთის პრემიერმა განაცხადა, რომ თურქი სამხედროების ნაწილმა მოინდომა გადატრიალების მოწყობა, თუმცა, ის ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება არ მომხდარა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
თურქეთში ყველა აეროპორტი დაკეტილია.