ერდოღანი თავშესაფარს ითხოვს

a90თურქეთის პრეზიდენტი ტაიპ რეჯეპ ერდოღანი პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს – ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNBC ავრცელებს ინფორმაციას.
ტელეარხის წყაროების ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი თვითმფრინავში ზის და ქვეყანას ტოვებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ერდორანმა თავშესაფარი გერმანიას სთხოვა, მაგრამ გერმანიამ უარი უთხრა, რომლის შემდეგადაც ის ინგლისისენ გაემართა.

შეგახსენებთ, რომ თურქმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისინი მართავენ ქვეყანას. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ხელისუფლება სრულიად ჩამორთმეულია”.
“ბიბისი” სტამბოლსა და ანკარაში მიმდინარე სროლების შესახებ შემოსულ ინფორმაციაზე წერს.
ანკარას თავზე სამხედრო ვეტმფრენები და თვითმფრინავები დაფრინავენ.
თურქეთის პრემიერმა განაცხადა, რომ თურქი სამხედროების ნაწილმა მოინდომა გადატრიალების მოწყობა, თუმცა, ის ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება არ მომხდარა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა.
თურქეთში ყველა აეროპორტი დაკეტილია.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პარლამენტთან ტანკებმა ცეცხლი გახსნეს
შემდეგი სტატიათურქეთის თავდაცვის მინისტრი – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უახლოეს დროში ჩახშობილი იქნება