სააკაშვილი: «Не надейтесь, я не уеду»

სააკაშვილი: «Не надейтесь, я не уеду»

88ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა დაიჩივლა იმაზე, რომ სოციალურ ქსელებში მასზე ინტერნეტ-რობოტები მუშაობენ – დღეს “ტაიმერს” განუცხადა.
გუბერნატორი ამტკიცებს, რომ უცნობი პირების მიერ დაფინანსებული პროგრამა მის პოსტებს რეგულარულად აკომენტარებს. მისი თქმით, ადრე მის პოსტებზე შემდეგ თემებზე იდებოდა კომენტარები, რომ სააკაშვილი საქართველოდან გაგდებულია და “მას უფლება არა აქვს უკრაინელი გახდეს”.
“ახლა, როცა საქართველოში ჩემი პარტია გამარჯვებისკენ მიდის, ინტერნეტ რობოტებმა ახალი ინსტრუქცია მიიღეს. ახლა ისინი წერენ, რომ უკრაინაში მე პოლიტიკურ ქულებს ვიწერ საქართველოში დასაბრუნებლად” – განაცხადა გუბერნატორმა და დაამატა, რომ ინტერნეტ-რობოტებს ის ვისოცკის სიტყვებით უპასუხებს: «Не надейтесь, я не уеду» – წერს უკრანული გამოცემა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის მთავრობამ 16 სოფლის მოსახლეობას ქუჩაში გასვლა აუკრძალა
შემდეგი სტატიასერბეთმა ნატოსადმი საკუთარ პოზიციაზე განმარტება გააკეთა