თურქეთის მთავრობამ მედიას აეროპორტის მოვლენების გაშუქებაზე დროებით შეზღუდვა დაუწესა

afetqebaთურქეთის ტელევიზიისა და რადიოს საბჭომ ათათურქის აფეთქების გაშუქებაზე დროებითი შეზღუდვა დააწესა – ამის შესახებ ორგანიზაციის ვებ გვერდზეა საუბარი.
აღნიშნავენ, რომ ამდაგვარად თურქეთის მთავრობა შექმნილი სიტუაციის ირგვლიც მდგომარეობის დაძაბვას არიდებს თავს.
განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერი მასალა, რომელიც აფეთქებას, ან მის შემდეგ სცენებს უკავშირდება, ასევე ასახულია სახელმწიფო სამსახურების მუშაობა, შეთანხმებული უნდ აიყოს მთავრობასთან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სტამბულის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტში დაშავებულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა – Reuters-ი წერს. ასევე აღნიშნავენ, რომ 6 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაღუპულია 10.

ადრე გავრცელდა, რომ ორმა თვითმკველლმა-ტერორისტმა თავი კონტროლის გასასვლელთან აიფეთქა.
თვითმხილველების თქმით, ისინი, სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი იყვნენ.
თურქეთის პრემიერმა ბილანი იილდირიმმა კრიზისებსი ცენტრი შექმნა დაავალა შესაბამის უწყებებს.
თვითმხილველები 4 შეიარაღებულ ბოევიკზე საუბრობენ, რომლებიც შენობიდან გარბოდნენ – ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სავარაუდოდ, ორი აფეთქება მოხდა და ისმოდა სროლის ხმებიც.

საქართველოს საგარეო უწყების მონაცემებით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
ვრცელდება თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერი +905336903040

banner
წინა სტატიაში(video) აფეთქების პირველი კადრები გავრცელდა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ათათურქის აეროპორტში ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს