გიორგი მარგველაშვილი ათათურქის აეროპორტში ტერაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

margvსაქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“შეძრწუნებული ვარ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

ამ განსაცდელის ჟამს ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს ტერორიზმთან ბრძოლაში”,-ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

 

 

banner
წინა სტატიაშითურქეთის მთავრობამ მედიას აეროპორტის მოვლენების გაშუქებაზე დროებით შეზღუდვა დაუწესა
შემდეგი სტატიააეროპორტში დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა