“თურქეთიდან არ მიგვიღია ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში საფრთხის შემცველია”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში მუშაობს მუდმივ რეჟიმში და კონტაქტზეა საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ მოვლენებით, რომლებიც განვითარდა თურქეთში, ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. ვადევნებთ თვალს და ვაკონტროლებთ მიმდინარე პროცესებს, შესაბამისად მოქმედებს ცხელი ხაზი ანკარაში ჩვენს საელჩოში, ასევე ჩვენი გენერალური საკონსულო სტამბოლში მუშაობს მუდმივ რეჟიმში და კონტაქტზე არის საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც თურქეთში იმყოფებიან. ჩვენ მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მათ მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ჩვენს საელჩოს, ასევე გენერალურ საკონსულოს იმ ცხელ ხაზზე, რომელიც უკვე გავრცელებულია ჩვენი განცხადების მეშვეობით. რაც მთავარია, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება და იქნება მშვიდობა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ქართულ მხარეს არ აქვს რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია, რომელიც საფრთხის შემცველია ან უკავშირდება რაიმე პრობლემას საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ჩვენ მხარს ვუჭერთ თურქეთის დემოკრატიას
შემდეგი სტატიასაქართველოს ელჩი: თურქეთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება