საქართველოს ელჩი: თურქეთში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

თურქეთში საქართველოს ელჩის, ირაკლი კოპლატაძის თქმით, საქართველოს საელჩო და საკონსულო თურქეთში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

კოპლატაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები საელჩოსა და საკონსულოში მთელი ღამის განმავლობაში რეკავდნენ და ისინი შესაბამისად, მათ ამომწურავ ინფორმაციას იღებდნენ.

“ამ მდგომარეობით, გუშინდელი ამბოხის გამო გარდაცვლილია თურქეთის 60-მდე მოქალაქე. 5 გენერალი და 29 პოლკოვნიკი არის აყვანილი. გრძელდება ჯერ კიდევ დაკავებები. პრეზიდნეტის განცხადებით, ყველა უმკაცრესად დაისჯება, ვინც მონაწილეობას იღებდა ამბოხში. სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს. მარტო ანკარის ცხელ ხაზზე, საქართველოს მოქალაქეებიდან 1000-მდე ზარი შემოვიდა, ძირითადი ზარები იყო კითხვები. ამჟამად სტამბოლში ჩვენი სკაონსულო იმყოფება ათათურქის აეროპორტში ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. მე საუბარი მქონდა ხელისუფლების ყველა წარმომადგენლთან”,- განაცხადა “მაესტროს” პირდაპირ ეთერში, საქართველოს ელჩმა თურქეთში, ირაკლი კოპლატაძე.

თურქეთში გადატრიალება გუშინ, გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა მმართველობაზე კონტროლის დამყარების შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა. სტამბოლსა და ანკარაში ტანკები და სხვა მძიმე ტექნიკა გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები აკონტროლებდნენ.

ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს, ვიტარების დასტაბილურებამდე, ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა.

ბოლო მონაცემებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობას 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 17 სამართალდამცველი იყო.

banner
წინა სტატიაში“თურქეთიდან არ მიგვიღია ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში საფრთხის შემცველია”
შემდეგი სტატია“ვმუშაობთ იმის გასარკვევად, რამდენი ქართველია სტამბოლის აეროპორტში და რა ტიპის დახმარება სჭირდება მათ”