თურქეთი შვედეთსა და ფინეთს ნატო-ში გაწევრიანებისთვის კარს არ უხურავს, მაგრამ მოლაპარაკებები სურს – თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი

თურქეთი შვედეთსა და ფინეთს ნატო-ში გაწევრიანებისთვის კარს არ უხურავს, მაგრამ სურს მოლაპარაკებები „ტერორისტული ქმედებების“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით სტოკჰოლმში, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.

„კარს არ ვხურავთ. მაგრამ ჩვენ ვაყენებთ ამ საკითხს, როგორც თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხს,“- აღნიშნა იბრაჰიმ კალინმა.

მისი თქმით, ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK), რომელიც თურქეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, დაფინანსებას იზიდავს და კომპლექტდება ევროპაში.

„ცხადია ის, რაც უნდა გაკეთდეს: ქურთისტანის მუშათა პარტიის აქტივობებს, ორგანიზაციებს, ინდივიდებს ამ ქვეყნებში ყოფნის უფლება უნდა შეუჩერდეთ. ნატოში გაწევრიანება ყოველთვის პროცესია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ეს არის პირველი პუნქტი, რომელზედაც გვინდა მივაქციოთ როგორც ყველა მოკავშირის, ასევე შვედეთის ხელისუფლების ყურადღება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა გვქონდეს დისკუსია, მოლაპარაკება შვედ კოლეგებთან,“- აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსპიკერმა.

banner
წინა სტატიაშიუსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირიც თანდათან ერწყმის ნატო-ს, ექცევა ნატო-ს ქვეშ, რაც თავის მხრივ, უფრო ხმამაღლა მეტყველებს მის გლობალურ ამბიციებზე – ლავროვი
შემდეგი სტატიადასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს – ლავროვი