დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს – ლავროვი

დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს და რამდენ ხანს გაგრძელდება ის ჯერ უცნობია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საშინაო და თავდაცვითი პოლიტიკის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კოლექტიურმა დასავლეთმა ჩვენ ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოგვიცხადა და ძნელია იმის პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ნათელია, რომ შედეგებს ყველა გამონაკლისების გარეშე იგრძნობს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი შეტაკება, მაგრამ რადგან გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ჩვენ რა თქმა უნდა, მას ვიღებთ“,- განაცხადა ლავროვმა.

სიტყვით გამოსავლისას ლავროვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქცებსაც გამოეხმაურა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ამა თუ იმ სახით, ისინი თითქმის ყოველთვის იყო“.

banner
წინა სტატიაშითურქეთი შვედეთსა და ფინეთს ნატო-ში გაწევრიანებისთვის კარს არ უხურავს, მაგრამ მოლაპარაკებები სურს – თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი
შემდეგი სტატიამორიგი ხანძარი რუსეთში – ტიუმენის ოლქში ტყე იწვის