თურქები ქურთებს ეთნიკურ წმენდაში ადანაშაულებენ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუტ ჩავუშოღლუმ ქურთების სახალხო თავდაცვის ჯარები სირიის ტერიტორიაზე, რომელიც “ისლამური სახელმწიფოსგან” განთავისუფლებულია, “ეთნიკური წმენდის ჩატარებაში” დაადანაშაულა. დღეს, 29 აგვისტოს პრეს-კონფერენციაზე, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანკარაში ჩაატარა, განაცხადა, რომ ქურთები არ უნდა დარჩნენ ქალაქების მანბიჯისა და ჯარაბლუსის ტერიტორიებზე, სადაც სირიის ოპოზიციური არმია თურქი სამხედროების დახმარებით ოპერაციას ატარებს.
მინისტრის თქმით, ქურთები “ევფრატის მეორე მხარეს უნდა გადავიდნენ, რაც შეიძლება მალე”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქი სამხედროები მათ დაბომბვას დაიწყებენ.
ამავე დროს, ქურთების ავტონომიის დროებითმა წარმომადგენელმა სირიაში, იბრაჰიმ იბრაჰიმმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ქალაქებში მანჯიბი და ჯარაბლუსი, ქურთები აღარ არიან და ისინი “ევფრატის აღმოსაველთით იმყოფებიან”.

banner
წინა სტატიაშითედო ჯაფარიძე: პრეზიდენტის მოწოდება მისაღებია, მაგრამ ჩვენი პარტია ძალიან აქტიურად მუშაობს
შემდეგი სტატიაერაყში ბოევიკებმა ქორწილში ცეცხლი გახსნეს