თურქ გლეხს მეზობელი გარეული ღორი ეგონა და ამიტომ მოკლა

თურქული მედია ერთი ტრაგიკულთ შემთხვევის შესახებ იტყობინება, რომელიც გარკვეულწილად კურიოზულიც არის.
სააგენტო İHA-ს ცნობით, ჩანაკალეს ჩანის რაიონის სოფლებს უზანალსა და ბილალერს შორის მდებარე ხორბლის ყანაში, მეზობლებს ღამის მორიგეობა ჰქონდათ დაწესებული, რომ ყანა იმ გარეული ღორებისაგან დაეცვათ, რომლებიც მათ დრო და დრო ანადგურებენ. გვიან ღამის საათებში, სოფელში მყოფმა ორმა მეზობელმა გადაწყვიტა, ყანაში მორიგე რ.ტ, შეეცვალა და მისთვის დასვენების საშუალება მიეცა. ყანასთან მისულ მეზობლებს რ.ტ-მ სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა. გასროლის შედეგად სოფლის მკვიდრი მეჰმეთ კაია ადგილზე გარდაიცვა, ხოლო ენვერ გუნეი მძიმედ დაიჭრა.
თურქული მედიის ცნობით, რ.ტ-მ თურქ სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მეზობლებს მოახლოება ღამის სიბნელეში ღორების ფეხის ხმას მიამსგავსა და ამიტომაც დაუფიქრებლად გახსნა ცეცხლი.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია ლაშა ნაცვლიშვილს საღოლ გენერალო
შემდეგი სტატიაალიევების ოჯახს საერთაშორისო ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდებაში ადანაშაულებენ