თურნავა – ეკონომიკის ზრდის დინამიკით საქართველო რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერი იქნება

ეკონომიკის ზრდის დინამიკით საქართველო რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერი იქნება – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი თურნავა იაპონიის ენერგეტიკული კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრისას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თურნავამ იაპონური კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული ვითარება და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები გააცნო.

მისი თქმით, 2021 წელს საქართველოში რეკორდულად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას მიმდინარე წელი ორნიშნა მაჩვენებლით დაასრულოს. მინისტრმა ასევე მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზი, რომელთა მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი საშუალოვადიან პერიოდში იქნება ყველაზე მაღალი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც.

banner
წინა სტატიაშიესტონეთის თავდაცვის მინისტრმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა
შემდეგი სტატიარუსთავის ციხეში ექიმთა მორიგი კონსილიუმი შეიკრიბა