რუსთავის ციხეში ექიმთა მორიგი კონსილიუმი შეიკრიბა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმთა მორიგი კონსილიუმი იმართება. მედიკოსები საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად ციხეში ცოტა ხნის წინ შევიდნენ.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 28 დღეა შიმშილობს და ეს მის ჯანმრთელობაზე უკვე საგრძნობლად აისაცა. ამას ემატება ისიც, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში მისთვის დაწესებული შეზღუდვები გამო, დღეიდან მკურნალობასა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს.

ექიმები ამბობენ, რომ აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში იქნას გადაყვანილი, რათა შესაბამისი მონიტორინგი და დახმარება გაეწიოს, თუმცა ხელისუფლება მათ მხოლოდ გლდანის ციხის საავადმყოფოს სთავაზობს, რომელიც ექიმთა კონსილიუმის მიერ გაწერილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. გლდანის ციხეში გადაყვანა კატეგორიულად მიუღებელია როგორც თავად მიხეილ სააკაშვილისთვის, ასევე მისი ადვოკატებისა და პირადი ექიმისთვის.

წინა სტატიაშითურნავა – ეკონომიკის ზრდის დინამიკით საქართველო რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერი იქნება
შემდეგი სტატიამოლაშვილი – ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს არჩევნებზე და სამუდამოდ წერტილი დაესვას მატყუარა „ნაციონალური მოძრაობის“ ბოგინს