თურნავა – ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია გრძელდება

საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია გრძელდება, რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდითაა გამოწვეული, – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დღეს გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი მონაცემები, რომლის თანახმადაც 2021 წლის აგვისტოში ადგილობრივი წარმოების ექსპორტი გაზრდილია, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით 17,7%-ით, 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით – 32%-ით.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაშიით აღნიშნული, ექსპორტის ზრდა 2021 წლის იანვარ-აგვისტოშიც, ძირითადად, ადგილობრივი ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული – კერძოდ, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტი 28.7 პროცენტით გაიზარდა და 1,899.0 მლნ. აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 72.7 პროცენტს გაუტოლდა.

მინისტრის თქმით, ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ტენდენციები საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებაში აისახა.

„საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ტენდენციები საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებაში აისახა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ადგილობრივი ექსპორტის პოზიტიური ზრდის დინამიკა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის პარამეტრებსაც. გაზრდილი ექსპორტი კი ნიშნავს მეტ სავალუტო შემოსავალს, გაზრდის პროდუქტიულობას და სხვ“, – განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: ამ ბრძოლაში თითოეული მოქალაქის წვლილი არის გადამწყვეტი, ყველა ადამიანთან უნდა მივიტანოთ გზავნილი, რომ მისი ხმა გადაწყვეტს ქვეყნის ბედს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: „საპატრიარქო ფეესბეს ფილიალია“