თუ ვინმე პროვოკატორი ან უბრალოდ რეგვენი რუს ტურისტებს ან ჟურნალისტებს მიუვარდება, გააჩერეთ! კრემლს სწორედ ეგ უნდა

ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე საზოგადოებას მოუწოდებს რუსების მიმართ აგრესია არ დაუშვან.

ის facebook-ის გვერდზე წერს, რომ მსგავსი პროვოკაცია ახლა სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის. ამასთან შარაშენიძე ყურადღებას ამახვილებს სარგებელზე, რომელიც შესაძლოა ქვეყანამ კეთიგანწყობილი რუსების პოზიციიდან მიიღოს.

„მეგობრებო, გთხოვთ იყავით ფრთხილად. თუ ვინმე პროვოკატორი ან უბრალოდ რეგვენი რუს ტურისტებს ან ჟურნალისტებს მიუვარდება, გააჩერეთ! კრემლს სწორედ ეგ უნდა.

საქართველოში ბოლო წლებში ბევრი წესიერი რუსი დასახლდა (ზოგი რეჟიმს გამოექცა, ზოგს უბრალოდ აქ ურჩევნია) და ეს დღეები გვერდით გვიდგანან. ეგ ხალხია ახლა დიდი ძალა რომელიც უნდა გამოვიყენოთ. დამიჯერეთ, რომ “ერთი რუსეთი” სისულელეა. ერთი და ორი კი არა, ალბათ ცხრა რუსეთი არსებობს და აქედან თუ ვინმე ჩვენს მხარეს დგას, ხელი არ ვკრათ”,- წერს თორნიკე შარაშენიძე.

banner
წინა სტატიაშირუსი ტურისტი კი საქართველოში მაინც შემოვა, რადგან ძალიან მაგარი ქვეყანაა და რუსეთისგან განსხვავებით აქ ”თავისუფლად სუნთქავს”
შემდეგი სტატიაისტორია წარსულის დამახსოვრებაა-რას წერდა გაზეთი “ახალი თაობა” 2002 წელს