“თუ ვიღაცას ამ ქვეყანაში საკუთარი სასამართლოს მოწყობა უნდა, მისამართი აერია” – დავით ჭიჭინაძე

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე იუსრიუდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას მხარდაჭერას უცხადებს:
მისი თქმით, კონსულტაციების შედეგად უნდა მოხდეს შეჯერება იმ კრიტერიუმებზე, რომელთა დაცვითაც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები უნდა გამწესდნენ.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ ამ ქვეყანაში საკუთარი სასამართლოს მოწყობის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს.

„თუ ვიღაცას საკუთარი სასამართლოს მოწყობა უნდა ამ ქვეყანაში მისამართი აერია, ეს ქვეყანა არასოდეს მიიღებს ერთი კაცის სასამართლოს,“-ამბობს ჭიჭინაძე და იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე სია შეიცვლება.

ეკა ბესელია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

ბესელია მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმ კრიტერიუმებზე მსჯელობს, რომელთა დაცვითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაეს სასამართლოში უვადოდ განსამწესებელი მოსამართლეები უნდა წარუდგინოს.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – წითელას შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება, გვაქვს სერიოზული ეპიდაფეთქება
შემდეგი სტატიასაია დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახებს უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს