საია დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახებს უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს

საია დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახებს უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უსამძიმრებს ქ. თბილისში, დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს და თანადგომას უცხადებს მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს. საია იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების საფუძვლიან შესწავლას და სათანადო გამოძიების ჩატარებას.

საია გამოთქვამს მზადყოფნას, გაუწიოს უფასო სამართლებრივი დახმარება მომხდარი ტრაგედიით დაზარალებულ პირებს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს” – აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“თუ ვიღაცას ამ ქვეყანაში საკუთარი სასამართლოს მოწყობა უნდა, მისამართი აერია” – დავით ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიანიკოლ ფაშინიანმა მამუკა ბახტაძეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა