თუ სააკაშვილის ფსიქიკური პრობლემები გართულდება, შეიძლება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გახდეს მისი გადაყვანა საჭირო, მაგრამ ფსიქიკური პრობლემებით პრეზიდენტობას ახერხებდა და მგონი, პატიმრობასაც მოახერხებს – კობახიძე

თუ მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკური პრობლემები გართულდება, შეიძლება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდეს საჭირო, მაგრამ აქამდე ამ ფსიქიკური პრობლემებით ის პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მე მგონი პატიმრობასაც მოახერხებს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სააკაშვილი ფსიქიკური პრობლემებით იყო პრეზიდენტი, დღეს არის პატიმარი და პატიმრად დარჩება.

„რაც შეეხება ანორექსიას, ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება, ეს არ არის ფიზიოლოგიური პრობლემა, ეს არის ფსიქიკის თემა. ზოგადად ის, რომ სააკაშვილს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ეს ჩვენ ვიცით ძალიან დიდი ხანია, თუმცა, ამ ფსიქიკური პრობლემებით იგივე ადამიანები ორჯერ ირჩევდნენ მას პრეზიდენტად, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. იგივე ადამიანები, რომლებიც ამ ფსიქიკური პრობლემებით ირჩევდნენ სააკაშვილს პრეზიდენტად, დღეს ფსიქიკური პრობლემების გამო ითხოვენ მის გათავისუფლებას, რასაც არ აქვს საფუძველი. ფსიქიკის პრობლემები ჩვენ ვიცოდით დიდი ხანია, ეს კაცი ამ ფსიქიკური პრობლემებით იყო პრეზიდენტი დიდი ხანი, დღეს არის პატიმარი და პატიმრად დარჩება. თუ გართულდება ეს ფსიქიკური პრობლემები შეიძლება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისი გადაყვანა გახდეს საჭირო, მაგრამ აქამდე ამ ფსიქიკური პრობლემებით ის პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მე მგონი პატიმრობასაც მოახერხებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშითავის დროზე, პოდოლიაკი მჭიდროდ თანამშრომლობდა პრორუს იანუკოვიჩთან, არესტოვიჩი კი დუგინთან, არ მჯერა ადამიანების, რომლებიც 40 წლის ასაკში ხდებიან პატრიოტები – კობახიძე
შემდეგი სტატიაისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი: ისლანდია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას