თუ სააკაშვილი ივანიშვილს ეხმარება პროპაგანდით, რომ მხოლოდ ის არის ალტერნატივა, მაშინ ისიც მიიღებს შესაბამის პასუხს – კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, გიგი უგულავას გუშინდელ ვიდეომიმართვას აფასებს.

კაპანაძის თქმით, უგულავას გზავნილშიც ჩანდა, რომ მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა, თუმცა თუკი სააკაშვილი მის წისქვილზე ასხვას წყალს, მასაც საკადრისი პასუხი გაეცემა.

„ევროპული საქართველოს” საარჩევნო სტრატეგიაა ვისაუბროთ იმაზე, რა ტიპის გარდამტეხი ცვლილებები უნდა მოხდეს ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, როგორ უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება და ხალხისთვის მეტი ფულის დატოვება, ეკონომიკის ფეხზე დაყენება, სიღარიბის დაძლევა და ა.შ.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არასწორად წარმოჩენილ რეალობას, რომელიც ილუზიაა, შევეწინააღმდეგოთ. ეს იყო სწორედ გიგი უგულავას გზავნილიც, რომ მთავარი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა, მაგრამ თუ სააკაშვილი მას ეხმარება პროპაგანდით, რომ მხოლოდ ის არის ალტერნატივა, მაშინ ისიც მიიღებს შესაბამის პასუხს. რაც შეეხება იმას, ეს გზავნილი უწყობს თუ არა ხელს ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არა. ივანიშვილის პროპაგანდას პირიქით ეხმარება გზავნილი, რომ მისი ალტერნატივა არის მხოლოდ სააკაშვილი. მესმის, რომ შესაძლოა, ბევრს არ მოეწონა ფორმა, როგორითაც ეს იყო ნათქვამი, მაგრამ ჩვენი მთავარი გზავნილი არ უნდა დაგვავიწყდეს – გარდამტეხი ცვლილებები და იმ ილუზიის დანგრევა,რომლის შექმნას ცდილობს როგორც სააკაშვილი, ისე ივანიშვილი, რომ მხოლოდ ისინი არიან ალტერნატივა.” – განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ჩვენი ერთადერთი ინტერესია, დავით გარეჯის საქმეს მოეფინოს ნათელი
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს