ირაკლი კობახიძე – ჩვენი ერთადერთი ინტერესია, დავით გარეჯის საქმეს მოეფინოს ნათელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში უნდა დაიკითხოს ყველა მოწმე, ვინც შესაძლოა, დამატებით ინფორმაციას ფლობდეს.

კობახიძის განმარტებით, ხელისუფლების ერთადერთი ინტერესია, აღნიშნულ საქმეს მოეფინოს ნათელი და სათანადოდ იყოს გამოძიებული, ასევე, აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად განიხილონ საკითხი და მიაღწიონ შეთანმებას საზღვართან დაკავშირებით.

„გრძელდება გამოძიება, გამოძიების ფარგლებში, ბუნებრივია, უნდა დაიკითხოს ყველა მოწმე, რომელსაც ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს. ამ შემთვევაშიც კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა. ვნახოთ, დამატებით რა ინფორმაციას მიიღებს გამოძიება ამ კონკრეტული მოწმისგან.

ჩვენი ერთადერთი ინტერესი არის, ამ საქმეს მოეფინოს ნათელი და სათანადოდ იქნას გამოძიებული. მეორე – ჩვენი ინტერესი არის, ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად განვიხილოთ საზღვრის საკითხი და მივაღწიოთ შეთანხმებას საზღვართნ დაკავშირებით, მათ შორის დავით გარეჯის ნაწილთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ოპოზიციამ პრემიერობის იმდენი კანდიდატი დაასახელა, თვლაში ავირიე
შემდეგი სტატიათუ სააკაშვილი ივანიშვილს ეხმარება პროპაგანდით, რომ მხოლოდ ის არის ალტერნატივა, მაშინ ისიც მიიღებს შესაბამის პასუხს – კაპანაძე