თუ რუსთავი2-ს ძალის გამოყენებით ვინმე შეუქმნის პრობლემას, მე გადავდგები – დავით უსუფაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 12, 2016 23:08

თუ რუსთავი2-ს ძალის გამოყენებით ვინმე შეუქმნის პრობლემას, მე გადავდგები – დავით უსუფაშვილი

“თუ თქვენ ძალის გამოყენებით ვინმე პრობლემას შეგიქმნით, პრობლემის შექმნიდან 5 წუთში ვტოვებ თანამდებობას,” – რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით უსუფაშვილი, რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით გადაცემა არჩევანში საუბრობს და აცხადებს, რომ რუსთავი2-ითვის პრობლემების შექმნის ინტერესი შეიძლება ჰქონდეს, როგორც ტელევიზიის მომხრე პირს, ასევე მის მოწინააღმდეგეს.

„იმდენად გაუგებრად მეჩვენება ეს პროცესი და იმდენად წარმოუდგენელი ამბები ხდება, რომ თანაბრად ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ვიღაცას თქვენი მიკერძოებულობის გამო უნდა პრობლემები შეგიქმნათ, ან პირიქით, ვისაც უნდა სარგებლის მიღება, ისინი ქმნიდნენ პრობლემებს,“ – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი რუსთავი2-ს მიკერძოებულსა და ერთი პარტიის ინტერესის მატარებელ ტელევიზიად აფასებს.

„თქვენ ბრძანდებით ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის პროპაგანდისტულ-იდეოლოგიური სეგმენტის შემადგენელი ნაწილი. ეს ასეა და თქვენ ეს უნდა მიიღოთ და აღიაროთ, თქვენ გაქვთ მაგის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება, პოლიტიკურად მოტივირებული იყოთ. თქვენ გაქვთ უფლება, მიკერძოებული იყოთ. თქვენ გაქვთ უფლება, გადასცეთ ტყუილი. თქვენ გაქვთ ამის უფლება. ეს ასეა და ეს ასე უნდა იყოს. ვინც შეეცდება თქვენი პირის აკერვას, წააგებს,“ – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 12, 2016 23:08

Google სტატისტიკა


4,431
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics