განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ოცნების საარჩევნო სიაში არ იქნება

განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა, ქართული ოცნების საარჩევნო სიაში არ იქნება.

ინფორმაცია მინისტრმა ჟურნალისტებს თავად გააცნო.

“სიას ხვალ გაგვაცნობენ, მე სიაში არ ვიქნები,” – აცხადებს განათლების მინისტრი.

ჯეჯელავა ქართული ოცნების ოფისში სხვა მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა მათ საარჩევნო სიის სახეები გააცნო.

ჯეჯელავას სიაში მყოფი პირების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

სხდომაზე იმყოფებოდა სოზარ სუბარიც, რომელიც ამბობს, რომ შეხვედრაზე ძირითადად მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს.

“საარჩევნო თემატიკა იყო მთავარი. ძირითადი საკითხი ახალი სია, ახალი ადამიანები იყო, რომლებიც საარჩევნო სიაში იქნებიან და ხვალ მოხდება მათი წარდგენა,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშითუ რუსთავი2-ს ძალის გამოყენებით ვინმე შეუქმნის პრობლემას, მე გადავდგები – დავით უსუფაშვილი
შემდეგი სტატიავახტანგ რჩეულიშვილი მეუღლის მაია რჩეულიშვილის სასამართლო პროცესზე დაკავების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს