თუ “რუსთავი 2”-ის დახშობა მოხდება, ვიზალიბერალიზაციის საკითხი შეიძლება გაუქმდეს – გიგი უგულავა

news
ავტ.: news თებერვალი 3, 2017 13:10

თუ “რუსთავი 2”-ის დახშობა მოხდება, ვიზალიბერალიზაციის საკითხი შეიძლება გაუქმდეს – გიგი უგულავა

უზენაესი სასამართლოს წევრებზე ზეწოლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პარტია მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი გიგი უგულავა განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

“სიტუაცია არის საგანგაშო იმიტომ, რომ დანაშაული ემატება დანაშაულს და სპირალურ ხასიათს იღებს. დღეს უკვე საქართველოს ისტორიაში აბსოლუტურად უპრეცედენტო შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ხმამაღლა ეთქვას, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავაცნობიეროთ, თუ რუსთავი 2-ის დახშობა მოხდება, ვიზალიბერალიზაციის საკითხი, რომელიც ჩვენ გუშინ ვიზეიმეთ, მისი გაუქმება შეიძლება მოხდეს ერთ დღეს. ამიტომ, სასწორზე ძალიან ბევრი რამე დევს და ხელისუფლებას მოვუწოდებ მოეგოს გონს და ხელი აიღოს იმ განზრახვაზე, რაც შეიძლება უახლოესი დღეების განმავლობაში განხორციელდეს,“ – განაცხადა უგულავამ.

მთავარ პროკურატურაში ე.წ. მოსამართლეების საქმეზე გამოძიება 14 იანვარს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი. როგორც უწყებაში განმარტეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის განცხადებით და სასამართლოს მომართვის საფუძველზე, გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, ამ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტებზე დაიწყო.

news
ავტ.: news თებერვალი 3, 2017 13:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics